დროის მტვერი თუ ატმის ყვავილები

“წიგნში წერია: აღმოსავლეთიდან მონაბერი ქარი ათბობს. ეს დღე კარგია საქმის დასაწყებად.”

წიგნში წერია: ბრძანებლობს ოთახის ვარსკვლავი. იღბალმა ჩრდილოეთისკენ იქცია პირი.”

Ashes of Time Redux ერთი ჩვეულებრივი ფილმია სიამაყეზე, სიყვარულზე, სიკვდილზე, სიმამაცეზე, აქლემის მთასა და ატმის ყვავილებზე. უკვე მეოთხედ ვუყურე. რატომ მომწონს ასე ძალიან? –

მათი უცნაური, თითქოს გაუგებარი ურთიერთობები; ძალიან ემოციური და ემოციას მოკლებული ქმედებები; აქლემის მთა, უდაბნო, ცისარტყელასავით უცნაური ტბა; გოგონა სახედრითა და კვერცხებით, რომელსაც ძმის მკვლელებზე შურისძიება სწყურია; ფეხშიშველა ყაჩაღი, რომელიც ფულსა და დიდებას ეძებს; ქალი, რომელიც ეჭვიანობს საკუთარ თავზე; კაცი, რომელიც გაექცა სიყვარულს და გახდა მკვლელი, აბა, ფული როგორმე ხომ უნდა ეშოვნა?! – ასეთია ფილმი Ashes of Time Redux. წარმოდგენა არ მაქვს, რა შეფასება აქვს კინომცოდნეებისგან, რა ჯილდო აიღო და ა. შ. მხოლოდ ის ვიცი, რომ მე ძალიან მომწონს. მომწონს კადრები, მზით გადამწვარი და წყლით დაჭაობებული, მომწონს არეული თხრობა და პერსონაჟები და მომწონს მთხრობელის მონოლოგები: ძველი წიგნის დარიგებებითა და პირადი ემოციებით გაჯერებული. მომწონს, რომ ადამიანებს ასე უყვართ ატმის ყვავილები, რადგან ქალს, რომელიც უყვარდათ, ყოველთვის ატმის ყვავილობისას ნახულობდნენ.

და ბოლოს, მომწონს მარტოსული და ემოციური ადამიანების სახე, –

“მე დიდი დაბნელების დღეს დავიბადე, ეს კი იმასნიშნავდა, რომ სიყვარულს ვერასოდეს ვეღირსებოდი…

როგორც ამბობენ, რაც უფრო მეტად ვცდილობთ რამის დავიწყებას, მით უფრო მეტად გვახსოვს ის.

თუ იმას ვერ მიიღებ, რაც გინდა, უმჯობესია, დიდხანს გახსოვდეს ეს. ”

მე კი დავამატებდი, რომ ჯანდაბამდე წასულა.

Advertisements

2 thoughts on “დროის მტვერი თუ ატმის ყვავილები

  1. ამ ფილმმა აღმომაჩენინა ვონგის და კრისტოფერ დოლის ნეონით განათებული ჰონგკონგი, მარტოსული ადამიანები, უცნაური ბედით და არჩევანით. მეც ბევრჯერ ვუყურე, სახლში გიჟად მთვლიდნენ, ბოლოს მეც დავფიქრდი ასე რტომ მომწონდა :დ უსაშველოდ ლამაზი ფილმია, ჩავრთავდი და უბრალოდ ვუსმენი ხოლმე. ლოგიკური კავშირი რომ იპოვო ფაქტებს და მოვლენებს შორის მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა უყურო. დღეისათვის ძალიან ცოტა რეჟისორეა ასეთ განწყობას ქმნიდეს ფილმით, ისეთი შეგრძნებაა თითქოს სადღაც უკვე ნანახი გაქვს. ყველაზე რეალური სიყვარული ვონგის ფილმებშია. უცნაურია და სულ რამდენიმე ადამიანი შემხვედრია ვისაც ვონგზე სმენია da ერთერთი სწორედ ჰონკონგიდან იყო 😀

    Liked by 1 person

    1. მომეწონა ეს შეფასება – ” უსაშველოდ ლამაზი “. მეც ზუსტად ასე მგონია. ჩემთვის ახალი და ძალიან კარგი ემოციები მოიტანა.
      მიხარია, სხვასაც რომ მოწონს/რომ მოგწონს ))))

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s