მეტი არაა ჩემი მტერი

მეტი არაა ჩემი მტერი შენგან ჟურნალისტი გამოვიდესო, მითხრა ბებიაჩემმა.

მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი და სოფელში ზაფხულობით წიგნის თაროების გადმოყრით ვერთობოდი. კითხვით თავის მოკვლა ჩემგან შორს იყო, უბრალოდ, წიგნების აურზაური მომწონდა. თან ჩემთვის სასურველ მწერლებს ზემოთ ვალაგებდი, მეორე წელს ჩავდიოდი და იმავეს ვაკეთებდი, თან ვხვდებოდი, როგორ მეცვლებოდა გემოვნება და ის უცნობი ავტორები,  შარშან უკანა თაროზე რომ შემეტენა, ახლა უკვე წინ მოიწევდა და სასურველთა რიგებში ხვდებოდა.

არ გეგონოთ, ბებიაჩემს ჩემს შესაძლებლობებში შეპარვოდა ეჭვი. უბრალოდ, მას ისევე, როგორც ბევრ  მის ასაკისას თუ უფრო ახალგაზრდას, სჯეროდათ, რომ ჟურნალისტობა ენის ჭარტალით იწყებოდა და ენის ჭარტალითვე მთავრდებოდა.  მე კი ასეთი მოჭარტალე მხოლოდ სიმთვრალისას ვიყავი და რადგან ასეთი დღეები არც თუ ხშირი იყო, ბებიაჩემსაც გულზე დარდი შემოაწვა.

მგონი, მაშინ სულ ტყუილად გამეცინა მის ნათქვამზე, მართალი იყო ბებიაჩემი და ამას ახლა ვხვდები, ქართული ჟურნალისტიკა ჭარტალით იწყება და მთავრდება.

ამ სიტყვის განმარტება თუ არ იცით, გეტყვით, _ სუფთა იმერულია და ბევრ და ხშირად აზრმოკლებულ საუბარს ნიშნავს.

სხვათაშორის, ორი წლის წინ ის წიგნები მამაჩემს მანქანაში რომ ჩავაწყობინე, მეზობლის ქალმა გამოიარა და ნახევრად სიცილით მითხრა _ მეტი არაა ჩემი მტერი, შენ ეგ წიგნები წაიკითხოო.

მას შემდეგ, ყოველ ახალ წიგნზე ის ჩემი მეზობელი მახსენდება და სურვილი მიჩნდება, ვუთხრა – ნურას უკაცრავად!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s