“გადაყლაპე და მერე მელაპარაკე” ანუ “წაიკითხე და მერე წერე” არ განიხილება

zenmen

ჯეკ კერუაკის მაწანწალა სმიტი და ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის ნაკლებად მაწანწალა შვილი დაძმობილდნენ. უფრო სწორად, გაუჭირდათ, რადგან ეს შვილი არანაკლებ მაწანწალა აღმოჩნდა და მის წასაკითხად ვერ იცლიდა. ჰო, გაცნობა მარტივად მოხდა, “ზემოდან”, ჩაწყობით.

ახლა როცა ამ წიგნზე ვწერ, უნდა ვაღიარო, ჯერ ბოლომდე არ გავსულვარ. მერე რა, მკიდია. ცალსახად მომწონდა, როცა ვკითხულობდი.

კითხვაც ისე მიდის, როგორც მთავარი პერსონაჟის ხასიათი და ცხოვრება: ზედმეტი ვალდებულებების, სტრესის, დაძაბულობის გარეშე. უფრო სწორად, ამ ყველაფრისგან თავის დაღწევის მოძალებული სურვილით, სიცარიელის ამოვსების, ბუდად ქცევის და შიგადაშიგ პრინცესას გაჟიმვის დაუოკებელი სურვილით.
ვკითხულობ და მშურს.
როგორ შეიძლება, არ მშურდეს ჯეფის, რომელსაც მშვენიერი ქოხი აქვს და ჩაის საოცარი რიტუალი იცის. როგორ არ მშურდეს სმიტის და მისი, ყავასავით ჩვეულებრივი, მაგრამ მასავით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ჰაიკუების. როგორ არ მშურდეს შონის ცოლის, რომელიც ახალგაზრდაა, ლამაზი, ფეხშიშველი დადის და ბედნიერია იმით, რომ დილიდან საღამომდე ცომში აქვს ხელები და როგორ არ მშურდეს შენი, “ჯეკ კერუაკ, ახალი ამერიკის მამავ” 😉

დაწერას არ ვაპირებდი. აი, ძალიან ჩვეულებრივად, მინდოდა, წამეკითხა და უკან დამებრუნებინა წიგნი.
დამებრუნებინა მისთვის, ვინც მათხოვა და ვინც მკითხა, მქონდა თუ არა კერუაკის “გზაზე” წაკითხული და ვისაც ვუპასუხე, რომ მქონდა და ვინც მაშინ პირველად მოვატყუე.
მოვატყუე, იმიტომ, რომ იმ დღეს ბევრი “არ ვიცი” დამიგროვდა და ეს კულმინაციად მომეჩვენა. ჰოდა, ახლა ვეუბნები, რომ წაკითხული არ მაქვს და იმის “მიტყდება”, რომ მოვატყუე.

პოსტის დასკვნა: მაგ წიგნსაც მათხოვებ, ერთ მზიან ან წვიმიან დღეს. არ მათხოვებ და შენი აჯობებს!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s